,,ქრისტე აღდგა’’
,,სულის აღზევება’’
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებს გაუღვივოთ ინტერესი და სიყვარული ქრისტიანთა უდიდესი და უბრწყინვალესი დღესასწაულის აღდგომის შესახებ.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები შეიძენენ დამოუკიდებლად მოპოვების უნარ–ჩვევებს. რაც ხელს შეუწყობს ცოდნის ცოდნის გაღრმავებასა და გამტკიცებაში.
ინტერეს გამოიჩენენ საგალობლების მიმართ.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები მოიძიებენ მასალას ჩვენი სულიერი მამის ილია II–ის საგალობლებზე.
ჩაწერენ საგალობლებს აუდიო მაგნიტოფონზე.
შეისწავლიან საგალობლებს.
მოძიებულ მასალას წარმოადგენენ საგალობლისა და პრეზენტაციის სახით.
ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში.
მონაწილეთა ასაკი: 10-12 წელი.
ვადები/ ხანგძლივობა: 2 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
ბავშვებს გაუღვივოთ ინტერესი და სიყვარული ქრისტეს დღესასწაულის მიმართ. ისწავლიან ინფორმაციის მოძიებას, მის დამუშავებას , განუვითარდებათ სმენა.
პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები:
ციფრული, ფოტო აპარატი, აუდიო–მაგნიტოფონი, კომპიუტერი, რვეულები კალმები.
პროექტის მსვლელობა: /ძირითადი აქტივობები/
აქტივობა 1 მონაწილეთა ორგანიზება ჯგუფებად დაყოფა. ვაცნობ ჯგუფს თემას და ვაძლევ დავალებებს.
I ჯგუფი–მოიძიონ მასალები სულიერი მამის ილია II-ის შესახებ. მისი ავტორობით შექმნილი საგალობლები.
II ჯგუფი – მოიძიონ მასალები საგალობლებზე ,,უფალო შეგვიწყალენ’’
აქტივობა II მონიტორინგი. პერიოდულად დავაკვირდები როგორ მუშაობენ,მივცემ ახსნა–განმარტებებს.მოიძიონ ამონარიდი ილია II-ის დამოძღვრიდან რომელიც ,,ცხოვრების წიგნს’’ აქვს წამძღვარებული.
აქტივობა 3 პრეზენტაციის მოწყობა. ბავშვები შეადარებენ მოსმენილ საგალობლებს ერთმანეთს,იმსჯელებენ რა განსხვავებაა მათ შორის.
აქტივობა 4 შეფასება მასწავლებელთა და მოსწავლეთა მიერ.
საგანთან /საგნობრივ ჯგუფთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მუს: V. 2. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტში მონაწილეობა.
მუს.VII. 4. მოსწავლეს შეუძლია სიმღერა თანაკლასელებთან ერთად.
მუს: VII. 6. მოსწავლეს შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს მუსიკალური ხელოვნების ნიმუში.
პროექტის ხელმძღვანელი: ნინო შევარდნაძე.
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: ninoshevardnadze24@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий